დისტანციურად შეძენილი პროდუქციის დაბრუნების წესი
შპს ‘’ცდაორი’’-ს (ს/ნ: 405679341) ვებგვერდის მომხმარებლის მიერ დისტანციურად შეძენილი პროდუქციის ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე დაბრუნების წესი:
- მომხმარებელი უფლებამოსილია უარი თქვას დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე საქონლის მფლობელობაში მიღებიდან ან ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში, ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. მითითებული 14 დღიანი ვადა აითვლება: (1) მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან; (2) მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან; (3) საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან.
- პროდუქტის უკან დაბრუნების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია წარმოადგინოს შევსებული ფორმა ან სხვა ცალსახა მტკიცებულება, რომელიც ასახავს მის გადაწყვეტილებას საქონლის დაბრუნების შესახებ. ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების დადგენილ ვადაში განხორციელების მტკიცების ტვირთი მომხმარებელს ეკისრება.
- მომხმარებელი მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში კარგავს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას.
მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ:
- საქონელის ან მომსახურების ფასი არ აღემატება 30 ლარს.
- კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია, მან მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;
- მომხმარებელს მიეწოდა ჰერმეტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა მომხმარებლის მიერ და ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;
- ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ფასი დამოკიდებულია ფინასნურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც მოვაჭრე ვერ აკონტროლებს და რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელებისათვის ამ კანონით დადგენილ ვადაში წარმოიშვა;
- მიწოდებული საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული;
- მიწოდებული საქონელი მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს;
- მას ციფრული შინაარსი მიეწოდა არამყარი მატარებლით, ხელშეკრულების შესრულება მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ ამით დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;
დისტანციური ხელშეკრულების ფარგლებში საქონლის დაბრუნების სურვილის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია გამოაგზავნოს შევსებული ფორმა (ფორმა იხილეთ ქვემოთ) ელ. ფოსტაზე boardgames.cdaori@gmail.com ან/და წარმოადგინოს ან გამოაგზავნოს მისამართზე: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #80, სადაც მითითებული იქნება შემდეგი ინფორმაცია:
ა. მოვაჭრის სახელი, ფაქტობრივი მისამართი, ელ. ფოსტის მისამართი
ბ. შეკვეთის თარიღი
გ. შეკვეთის მიღების თარიღი
დ. მომხმარებლის სახელი
ე. მომხმარებლის მისამართი
ვ. მომხმარებლის ხელმოწერა (თუ ფორმა ქაღალდზეა შევსებული)
ზ. ფორმის შევსების თარიღი აღნიშნული ფორმის ჩაბარების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდება დაუყოვნებლივ, ხანგამძლე მატარებელზე (ნებისმიერი ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის ხანგრძლივ შენახვასა და უცვლელ რეპროდუცირებას ამ ინფორმაციის გამოყენებისთვის საჭირო დროის განმავლობაში).
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
- კომპანიას უნდა მიმართოს უშუალოდ იმ პირმა, ვის მიერაც გაკეთდა შენაძენი, თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და გადახდის დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი;
- თანხა დაბრუნდება იმ პიროვნების/მოქალაქის საბანკო ანგარიშზე, ვისი სახელითაც მოხდა შენაძენის გაკეთება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კომპანიასა და მოხმარებელს შორის შედგა დამატებითი შეთანხმება; მომხმარებელს დაუბრუნდება მის მიერ შეძენის მომენტში გადახდილი თანხის ზუსტი ოდენობა;
- შეძენისას მიღებული საჩუქრები, ვაუჩერები და სხვა ნივთები უნდა დაბრუნდეს საქონელთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ღირებულება გამოაკლდება დასაბრუნებელ თანხას. საჩუქრების ღირებულებად ჩაითვლება მოვაჭრის ქსელში აღნიშნული ნივთის მიმდინარე ღირებულება.
- მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მას არ დაეკისრება არანაირი ხარჯის (მათ შორის, მიწოდების ხარჯის) გაწევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელმა მოვაჭრის მიერ შეთავაზებული სტანდარტული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურება აირჩია ან საქონლის ფასი შემცირდა ისეთი სარგებლობის შედეგად, რომელიც დაკავშირებული არ არის საქონლის ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დადგენასთან. საქონლის ფასის შემცირების შედეგად წარმოშობილი სხვაობის დაფარვის ვალდებულება მომხმარებელს არ დაეკისრება, თუ მოვაჭრემ მას ამ კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების შესახებ სრული ინფორმაცია არ მიაწოდა.
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგები:
მომხმარებელმა შეკვეთა გააუქმა საქონლის საწყობიდან გატანამდე. ასეთ შემთხვევაში თანხის უკან დაბრუნება ხდება 5 სამუშაო დღის ვადაში.
მომხმარებლის მიერ მიღებული საქონელი არ შეესაბამება ვებ- გვერდზე განთავსებულ საქონელს, ან/და საქონლის მიღებისას დაზიანებულია. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია საქონლის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში დაუკავშირდეს კომპანიას შემდეგ ტელეფონის ნომერზე +995 557 754 385
კომპანიის წარმომადგენელი განიხილავს პრეტენზიას 5 სამუშაო დღის ვადაში. აგრეთვე, კომპანია უფლებამოსილია მომხმარებლისგან დამატებით მოითხოვოს ხარვეზთან დაკავშირებული მტკიცებულებების გაგზავნა კომპანიის შემდეგ ელ. ფოსტაზე boardgames.cdaori@gmail.com და ხარვეზის/ნაკლის მქონე საქონლის დაბრუნება; საქონელზე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებელს თანხა აუნაზღაურდება 5 სამუშაო დღის განმავლობაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლისთვის ახალი საქონლის მიწოდება შეუძლებელია.
საქონლის დაბრუნება/გაცვლა მოხდება თუ მას შენარჩუნებელი ექნება მიწოდებისას არსებული იერსახე, ისე რომ კომპანიამ შეძლოს მისი შემდგომი რეალიზაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას უარი თქვას საქონლის დაბრუნება/გაცვლაზე.
‘’ცდააორი’’ იტოვებს უფლებამოსილებას ნებისმიერ დროს გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა, ტექნიკური ან სხვა არსებითი პრობლემის არსებობის შემთხვევაში (მაგალითად: კურიერის მომსახურება შეზღუდულია, ამოწურულია მარაგი და ა.შ.) და მომხმარებელს გადახდილი თანხა დაუბრუნდება ვებ- გვერდზე მითითებულ ანგარიშზე 3 სამუშაო დღის ვადაში.