Cdaori

მაღაზია

წესები და პირობები

წესები და პირობები

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს შპს „ცდაორი’’-ს (ს/ნ:405679341)- (შემდგომში „კომპანია“) და მომხმარებელს შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას. 

ვებ-გვერდის საშუალებით მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს მისთვის სასურველი პროდუქცია  ‘’ ცდაორი’’-ს ონლაინ მაღაზიაში. 

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად. 

cdaori.ge -ს გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით cdaori.ge -ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას. 

cdaori.ge -ს გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით cdaori.ge -ს ნივთის დაბრუნების/გაცვლის პოლიტიკას.

მხარეები თანხმდებიან, რომ დადონ წინამდებარე ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოხდება მომხმარებელის მიერ ანგარიშის გახსნა, გამოყენება, cdaori.ge -ს მიერ მის პლატფორმაზე განთავსებული პროდუქციის  გაყიდვა და მომხმარებელისთვის მიწოდება, მომხმარებელის მიერ საფასურის გადახდა, ასევე, ანგარიშის დახურვა.

კომპანიის მიერ ვებ-გვერდზე, პერსონალურ გვერდზე, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ელ-ფოსტის მეშვეობით მიწოდებული და მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია ჩაითვლება წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად და განიხილება მასთან ერთად.

ვებ-გვერდზე რეგისტრაციით მომხმარებელი თანხმობას გამოთქვამს, დაიცვას ქვემოთ მოცემული ხელშეკრულების პირობები.

კომპანია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. 

1. ტერმინთა განმარტება

1.1. წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა: 

1.1.1. კომპანია – შპს „ცდაორი’’ (ს/ნ:405679341), ან მისი უფლებამონაცვლე;

1.1.2. მომხმარებელი – ‘’ცდაორი’’-ს სისტემაში, რეგისტრირებული იურიდიული, ან ფიზიკური პირი, რომელსაც სურს, მიიღოს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურება;

1.1.3. მხარეები- კომპანია და მომხმარებელი ერთობლივად; 

1.1.4. ანგარიში –  მომხმარებელის მიერ ვებ-გვერდზე  cdaori.ge რეგისტრირებული ანგარიში;

1.1.5. უნივერსალური იდენტიფიკატორები – ნიშნავს ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს პირის ვალიდურობას: პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მობილურის ნომერი..ა.შ.

1.1.6. ოპერაცია – მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით  განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია; 

1.1.7. ვებ-გვერდი – ‘’ცდაორი’’-ს ვებ-გვერდი, რომლის მეშვეობითაც ხდება პროდუქციის შეთავაზება; 

1.1.8. ‘საქონელი“- ‘’ცდაორი’’-ს ვებ- გვერდზე რეალიზაციის მიზნით განთავსებული საქონელი; 

1.1.9. ხელშეკრულება – მომხმარებლებსა და cdaori.ge -ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში; 

2. განცხადებები და გარანტიები

2.1. წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ: 

2.1.1. არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან სრულწლოვანი ფიზიკური პირი (18 წლის ან მეტის); 

2.1.2. გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს cdaori.ge -ს ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს; 

2.1.3. გაეცნო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვებ-გვერდით სარგებლობის პირობებს, და ადასტურებს, რომ ეს პირობები მისთვის მისაღებია; 

2.1.4. აქვს სრული უფლებამოსილება იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს ამ პირობებით ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები; 

2.1.5. მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;  

2.1.6.  მისი ქმედება არ იქნება მიმართული ‘’ ცდაორი’’-ს ან ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისკენ; 

2.1.7. არ მონაწილეობს არც ერთი იურისდიქციის კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში და პირადი ანგარიშის გახსნისას და წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, მისი საქმიანობა შესაბამისობაში არის და იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან; 

2.1.8. არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ან/და საერთაშორისო კანონმდებლობას და ამ ხელშეკრულებას; 

2.1.9. იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს; 

2.1.10. მომხმარებელი თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე,  cdaori.ge -მ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები; 

2.1.11. დაიცავს ინტელექტუალურ და საავტორო უფლებებს; 

2.1.12. არ წარმოადგენს თავს სხვა მომხმარებლად ან/და არ გამოიყენებს სხვა მომხმარებლის პირად მონაცემებს; 

2.1.13. კომპანია ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად; ამ ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია ‘’ზოოსითი’’-ს მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.

2.2. ‘’ ცდაორი’’ პასუხისმგებელია: 

2.2.1. მომხმარებლის წინაშე ოპერაციების წარმოების სისწორესა და დროულობაზე წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული წესებითა და პირობებით; 

2.2.2. დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვებ- გვერდით სარგებლობისს პირობები; 

2.2.3. წარმოებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; 

2.2.4. არ განახორციელოს ისეთ ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და წინამდებარე ხელშეკრულებას. 

3. პროდუქციის შეძენა, მიღების წესი და ტრანზაქციის გაუქმების პირობები

3.1. მომხმარებელი უფლებამოსილია პროდუქციის შეძენა განახორციელოს მხოლოდ ვებ-გვერდზე cdaori.ge რეგისტრაციის შემდეგ. 

3.2. შეკვეთების განხორციელება შეუძლია cdaori.ge -ს სისტემაში რეგისტრირებულ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ნებისმიერი იურიდიულ ან/და 18 წელს მიღწეულ ფიზიკურ პირს. 

3.3. რეგისტრაციისთვის მომხმარებელი უთითებს: სახელს, გვარს, პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს, ელ. ფოსტას და პაროლს, რომელიც იცის მხოლოდ მან და სისტემა არ ინახავს მას ღია სახით, არამედ ინახავს მის ჰეშირებულ ვერსიას, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი არავისთვის, გარდა მეპატრონისა/მომხმარებლისა. 

3.4. რეგისტრაციის დასასრულებლად მომხმარებელმა უნდა მონიშნოს ველი, რომ ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულებას და მის შესაბამის დანართებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 

3.5. მომხმარებელი cdaori.ge -ს პლატფორმის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით.  

3.6. ‘’ ცდაორი’’  უფლებას იტოვებს, პერიოდულად შეცვალოს ვებ- გვერდზე ხელმისაწვდომი საქონლის ჩამონათვალი და ფასები. 

3.7. ‘’ცდაორი’’ იღებს ვალდებულებას მიაწოდოს მომხმარებელს საქონელი მის მიერ შეკვეთის გაკეთებისას მითითებულ მისამართზე. 

3.8. არასრული საკონტაქტო ინფორმაციის, არაზუსტი მისამართის, მოწოდების ინტრუქციების არარსებობის შემთხვევაში და ასევე, მითითებულ მისამართზე ადრესატის არ ყოფნისას, პროდუქციის მიწოდების შეფერხებაზე/შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. 

3.9.  3.8. პუნქტში განსაზღვრული შემთხვევის არსებობისას შესაძლებელია შეკვეთის მიწოდება დაზუსტებულ, რეალურ მისამართზე განხორციელდეს განმეორებით მეორე სამუშაო დღეს. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქცია კვლავ ვერ ჩაიბარა ადრესატმა მხარეთა შორის შედგება დამატებითი შეთანხმება საქონლის მიწოდების პირობების განსაზღვრის შესახებ. 

3.10. პროდუქციის მიწოდება ვებ-გვერდის საშუალებით ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოში, კერძოდ, ქალაქ თბილისის მასშტაბით.

3.10.1. მიწოდების პირობები:  ქ. თბილისი 

მიწოდების ვადა – მომხმარებლის მიერ შეკვეთის დაფიქსირებიდან მომდევნო 1-2 სამუშაო დღეში;

მიწოდების ღირებულება – უფასო;

შეკვეთის მიწოდება ხორციელდება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10:00 საათიდან-18:00 საათამდე;   

შენიშვნა: კვირა დღეს მიწოდების სერვისი არ ხორციელდება. 

3.10.2. საქონლის ადგილზე მიწოდებისას მოქმედებს შემდეგი წესი:

ა). საქონლის მიწოდებისას კარამდე მიტანის სერვისი;

ბ). საქონლის მიწოდებისას სადარბაზომდე მიტანის სერვისი;

3.11. cdaori.ge უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა. 

3.12. შეძენილი საქონლის მიმღები/ჩამბარებელი შეიძლება იყოს: 

  • თავად შემძენი (მომხმარებელი) პირადად;
  • მომხმარებელის მიერ მითითებული ნებისმიერი სხვა პირი.

3.13. თუ მომხმარებელი არ იბარებს შეძენილ საქონელს პირადად და სურს, რომ მის ნაცვლად ჩაიბაროს სხვა პირმა, ასეთ შემთხვევაში, მას ცდაორს-ს უნდა მიაწოდოს ჩამბარებლის პირადი მონაცემები, კერძოდ, სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, რათა ზოოსითი-მ მოახდინოს ჩამბარებლის სწორად იდენტიფიცირება და პროდუქტის ჩაბარება.

3.14. მომხმარებლის მიერ პროდუქტის შეძენა წარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების წესით VISA ან MASTERCARD ბარათით  cdaori.ge -ს საიტზე ანგარიშსწორების გზით.

4. ავტორიზაცია

4.1.  ანგარიშის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებ-გვერდის გამოყენების მიზნით მომხმარებელი გადის ავტორიზაციას.    

4.2.  ავტორიზაცია  ხორციელდება მომხმარებლის სახელით (login) და მისივე შერჩეული პაროლით (password).

 

5. კომერციული გარანტია

5.1. თანხის უკან დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ :

5.1.1. მომხმარებელმა შეკვეთა გააუქმა საქონლის საწყობიდან გატანამდე. ასეთ შემთხვევაში თანხის უკან დაბრუნება ხდება 5 სამუშაო დღის ვადაში.

5.1.2. მომხმარებლის მიერ მიღებული საქონელი არ შეესაბამება ვებ- გვერდზე განთავსებულ საქონელს, ან/და საქონლის მიღებისას დაზიანებულია. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია  საქონლის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში დაუკავშირდეს კომპანიას  შემდეგ ტელეფონის ნომერზე +995 557 754 385

5.1.3.კომპანიის წარმომადგენელი განიხილავს პრეტენზიას  5 სამუშაო დღის ვადაში. აგრეთვე, კომპანია უფლებამოსილია მომხმარებლისგან დამატებით მოითხოვოს ხარვეზთან დაკავშირებული მტკიცებულებების გაგზავნა კომპანიის შემდეგ ელ. ფოსტაზე boardgames.cdaori@gmail.com  და ხარვეზის/ნაკლის მქონე საქონლის დაბრუნება; საქონელზე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებელს თანხა აუნაზღაურდება 5 სამუშაო დღის განმავლობაში, მხოლოდ  იმ შემთხვევაში თუ  მომხმარებლისთვის ახალი საქონლის მიწოდება შეუძლებელია.

5.1.4. საქონლის დაბრუნება/გაცვლა მოხდება თუ მას შენარჩუნებელი ექნება მიწოდებისას არსებული იერსახე, ისე რომ კომპანიამ შეძლოს მისი შემდგომი რეალიზაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას უარი თქვას საქონლის  დაბრუნება/გაცვლაზე.

5.1.5. ‘’ცდააორი’’ იტოვებს უფლებამოსილებას ნებისმიერ დროს გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა, ტექნიკური ან სხვა არსებითი პრობლემის არსებობის შემთხვევაში (მაგალითად: კურიერის მომსახურება შეზღუდულია, ამოწურულია მარაგი და ა.შ.) და მომხმარებელს გადახდილი თანხა დაუბრუნდება ვებ- გვერდზე მითითებულ ანგარიშზე 3 სამუშაო დღის ვადაში.

6. პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა

6.1. cdaori.ge უფლებამოსილია მომხმარებელს ცალმხრივად, ელექტრონული ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საშუალებით, შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს უფლება, ისარგებლოს პლატფორმით, თუ მიიჩნევს, რომ დაირღვა წინამდებარე ხელშეკრულება. აღნიშნულ შემთხვევაში ანგარიშის დახურვა ან სარგებლობის შეზღუდვა ხდება ამ მუხლით განსაზღვრული შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან;

6.2. იმ შემთხვევაში, თუ ,,ცდაორი’’ განსაზღვრული მიზეზით დახურავს ანგარიშს ან შეზღუდავს მის გამოყენებას, მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი თავისი ან სხვისი სახელით შექმნას ახალი ანგარიში.

6.3. მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს cdaori.ge პლატფორმის გამოყენება, რაც არ იწვევს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის ვალდებულების შეწყვეტას.

7. გარანტიები

7.1. ცდაორი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ: 

7.1.1. ფლობს ყველა ლიცენზიას, ნებართვას, და სერთიფიკატს  (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა დოკუმენტაციას, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია კონკრეტული საქონლის რეალიზაციისათვის; 

7.1.2. საქონლის რეალიზაციისას დაიცავს მოქმედი კანონმდებლობისა და პროფესიული ეთიკის შესაბამის ნორმებს;  

7.1.3. საქონელი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უსაფრთხოებისა და ვარგისიანობის სტანდარტებს. 

8. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

8.1. ცდაორს არ ეკისრება პასუხისმგებლობა და ვალდებულება მომხმარებლის მიერ ინტერნეტში გამოყენებულ სანავიგაციო პროგრამას (browser) ან ვებ- გვერდზე შესასვლელ სხვა პროგრამას შორის და სხვა პრობლემებზე, რომლებიც მომხმარებელს შეიძლება შეექმნას კომპანიისგან დამოუკიდებელი პირობების/მიზეზების გამო. 

8.2. cdaori.ge პასუხს არ აგებს საქონლის მიწოდების შეუსრულებლობაზე ან დაგვიანებაზე, როდესაც ასეთი შეფერხებები გამოწვეულია იმ ქმედებით, რომელიც სცდება კომპანიის შესაძლებლობების გონივრულ ფარგლებს, როგორიც არის ბუნებრივი მოვლენების/სტიქიების შემთხვევები. ასეთ შემთხვევაში, შეკვეთა უქმდება და მომხმარებელს თანხა უბრუნდება. 

8.3. ცდაორი არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე სახელშეკრულებო, გაუფრთხილებელი, დელიქტური ან სხვა სახით, ნებისმიერი დანაკარგისა და ზიანისთვის, რომელიც წარმოიშვა, ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენს ან ნებისმიერ მესამე პირის მიერ მომსახურების გამოყენებასთან, პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ზიანი ბიზნესის დაკარგვისთვის, მოგების დაკარგვისთვის (მათ შორის მოსალოდნელი მოგების დაკარგვის ან მიუღებლობისთვის) ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტისთვის, ან სხვა ფულადი ან არსებითი/ნივთობრივი დანაკარგისთვის. 

8.4. ცდაორი პასუხისმგებელია მომხმარებლის წინაშე პირად ანგარიშზე ოპერაციების წარმოების სისწორესა და დროულობაზე წინამდებარე პირობებით განსაზღვრული ხელშეკრულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

8.5. ცდაორი პასუხისმგებელია პირად ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 

8.6. ცდაორი არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის ნებისმიერი მიზეზით გაუქმებისას დამდგარი პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისთვის (მაგ. თანხა ჩამოეჭრა მომხმარებელს, თუმცა კომპანიას არ ჩაერიცხა). 

8.7. მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ პირობების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი) კანონმდებლობით ან/და პირობებით დადგენილი წესით; ამასთან თუ კომპანია პასუხმგებელი აღმოჩნდა მომხმარებლის წინაშე ნებისმიერი დანაკარგის ან ზარალის გამო, ასეთი პასუხიმგებლობა შემოიფარგლება იმ თანხით, რომელიც მომხმარებელმა გადაიხადა შესაბამისი საქონლისა და სერვისებისათვის. cdaori.ge არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერ დანაკარგზე, დაზიანებასა თუ ხარჯზე, მათ შორის, მომხმარებლის შემოსავლის პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკარგვაზე. 

8.8. ამ პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა იწვევს წინამდებარე პირობებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას;